პროექტი- სვეტიცხოველი

პროექტის სახელწოდება  -  სვეტიცხოველი




პროექტის  მთავარი თემა (იდეა) -  მცხეთაში არსებული სვეტიცხოვლის ტაძარი, როგორც ქართული კულტურის ნაწილი.



პროექტის აქტუალობა - მოსწავლეებს ეცოდინებათ  მცხეთის ისტორიული დანიშნულება და სვეტიცხოვლის როლი, როგორც ქართველი ერის ქრისტიანობის სიმტკიცისა.

პროექტის მიზნები - მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოპოვებისა და შეჯერების  წყაროებზე   მუშაობის არგუმენტირებული მსჯელობის უნარები.


               
              **********************


მონაწილეთა ასაკი -12 წელი

ვადები/ხანგრძლივობა - 4 დღე

მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეებს  შეეძლებათ მოპოვებული ინფორმაციის  საფუძველზე გააკეთონ კედლის  გაზეთი, შექმნან ფოტო ალბომები,
გაუზიარონ სხვა თანატოლებს მოპოვებული მასალები და ინფორმაცია.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - ფოტოაპარატი, რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდები.





პროექტის მსვლელობა - ძირითადი აქტივობები

1 დღე აქტივობა  - ლაშქრობის მოწყობა ქალაქ მცხეთაში.

2 დღე აქტივობა - საუბარი მცხეთის უხუცესებთან და საეკლესიო პირებთან.

3 დღე  აქტივობა - მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან საჭირო მასალების ამოღება.

4 დღე  აქტივობა - მოპოვებული მასალების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელთან.






საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: - კულტურა და რელიგია. საზოგადოებრივი მეცნიერებები.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  •  აღწერს ნანახი ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლებს.
  • მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
  • ასაკის შესაბამისად  ესმის და მსჯელობს რელიგიის დანიშნულებისა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში.
  • რუკაზე მიუთითებს ქრისტიანობისა და სხვა მისთვის ცნობილი რელიგიების გავრცელების არეალებს საქართველოში.

პროექტის ხელმძღვანელი: ლ. პაპუნაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.papunashili@gmail.com

No comments:

Post a Comment